ხელნაწერები

გელათური ხელნაწერები
თავისი არსებობის მანძილზე გელათის მონასტერში თავი მოიყარა ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველმა უმნიშვნელოვანესმა ძეგლებმა. ისინი ჯერ კიდევ ქუთაისის მუზეუმში შემოსვლამდე – 1923 წლამდე, იწვევდა ქართველ თუ უცხოელ მეცნიერთა განსაკუთრებულ ინტერესს. ამის ნათელი დადასტურებაა ღვაწლმოსილ მკვლევართა: მ.ბროსეს, დ.ბაქრაძის, ნ.კონდაკოვის, თ.ჟორდანიას, გ.წერეთლის, პ.უვაროვას, ე.თაყაიშვილის, მ.ჯანაშვილის, ნ.მარის, ზ.ჭიჭინაძის, ა.ხახანაშვილის, ივ.ჯავახიშვილის, ს.კაკაბაძის, კ.კეკელიძის, პ.ინგოროვას, ვუკ. ბერიძის, ს. მაკალათიას და სხვათა ნაშრომები და ფუნდამენტური გამოკვლევები. გელათური მასალებიდან ქართული ეროვნული კულტურის ფასდაუდებელ განძს წარმოადგენს ძველი ხელნაწერი წიგნები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო X–XIX საუკუნეებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ გელათურ ხელნაწერებში დაცულია ქართული ანბანის /დამწერლობის/ განვითარების სამივე საფეხურის შესატყვისი მასალა: ასომთავრულით, ნუსხა-ხუცურითა და მხედრულით გადაწერილი სასულიერო, თუ საერო დანიშნულების ნათარგმნი თუ ორიგინალური თხზულებები.
ჩვენი მიზნად არ ვისახავთ გელათური ხელნაწერი წიგნების შესახებ მკითხველისათვის სკურპულოზური ცნობების მიწოდებას. ეს შეუძლებელიცაა, რადგან მათი მეცნიერული ღირებულება იმდენად დიდია, რომ თითოეულ მათგანზე ათობით მონოგრაფია შეიძლება დაიწეროს – ამ ეტაპზე მხოლოდ გელათური ხელნაწერებით ქართველ მკვლევართა დაინტერესებაზე, ბოლო წლებში მათზე შექმნილი მეცნიერული ნაშრომების თემატიკაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ამასთან, რაკი დღემდე გელათურ ხელნაწერ წიგნებზე ცალკე კატალოგი არ არის გამოცემული და რადგან ისინი შესულია ევ.ნიკოლაძის მიერ შედგენილ – „ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერი წიგნების კატალოგში“ (I–II ტომი გამოც. 1953-1964 წ.წ.) ამიტომ თავს უფლებას მივცემთ, ქუთაისის მუზეუმში დაცული, გელათური ხელნაწერები მცირე აღწერილობებით ამოვკრიბოთ ევ.ნიკოლაძის კატალოგიდან და ისე წარმოვადგინოთ ქართულ-ინგლისურ ენებზე. ამით, დაინტერესებულ პირებს, მათ შორის უცხოელ მკვლევარებსაც, საშუალება ექნებათ გაეცნონ გელათური ხელნაწერი წიგნების თემატიკას. აქ არ შევეხებით საკითხს – რამდენი ხელნაწერი იყო დაცული გელათის მონასტერში ეგზარქოსობამდე და რამდენი ავტოკეფალიის აღდგენის დროისათვის. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ 1923 წელს გელათის მონასტრიდან ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში 62 ხელნაწერი წიგნი შემოვიდა.
ქუთაისის მუზეუმში გელათური ხელნაწერების შემოსვლა დაკავშირებულია ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მუზეუმის პირველი დირექტორის, შესანიშნავი მეცნიერისა და პუბლიცისტის ტრიფონ ჯაფარიძის სახელთან.
ტრიფონ ჯაფარიძე, როგორც სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის რწმუნებული, დიდ ინტერესს იჩენდა კულტურისა და ისტორიული ძეგლების აღრიცხვისა და დაცვის საქმისადმი. გარკვეულწილად მისი დამსახურებაა, რომ დღეს, დასავლეთ საქართველოში, შემოგვრჩა XX ს. 30-იანი წლების განუკითხავ ანტირელიგურ ნგრევას გადარჩენილი ბევრი შესანიშნავი საკულტო დანიშნულების ძეგლი.
1923 წლისათვის საქართველოში მასიურად დაიწყეს ეკლესიების დაკეტვა. საშიშროება შეექმნა მათში დაცულ ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშებსა და უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს. ტრიფონ ჯაფარიძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სამოქმედო ზონის ეკლესიებში არსებული ეროვნული სიმდიდრე გადაერჩინა.
1923 წელს, მისი უშუალო მონაწილეობით, გელათის მონასტერში დაცული ხელნაწერი წიგნები ქუთაისის მუზეუმში დაბინავდა და დღემდე, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, აქვეა დაცული.
მუზეუმში გადმოტანით გელათური ხელნაწერები სამეცნიერო კვლევისათვის უფრო მისაწვდომი გახდა და მკვლევართა ფართო წარმომადგენლობამ – ო.სოსელიას, რ.ყენიას, ა.შანიძის, ილ.აბულაძის, ე.მეტრეველის, ს.ცაიშვილის, ს.ყუბანეიშვილის, მ.შანიძის, შ.გოზალიშვილის, ი.ლოლაშვილის, ა.ბარამიძის, ლ.მენაბდის, დ.ბრეგაძის, ევ.ნიკოლაძის, მ.რაფავას, დ.მელიქიშვილის, ე. გაბიძაშვილის და სხვათა სახით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გელათური ხელნაწერების შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.
ქართველ მკვლევართა ინტერესი გელათური მასალებისადმი დიდია დღესაც. გელათურ ხელნაწერზე იმუშავეს და საინტერესო ნაშრომები და სტატიები გამოაქვეყნეს, ე.მაჭავარიანმა, ზ.სარჯველაძემ, ზ.სხირტლაძემ, მ.მაჩხანელმა, ც.აბულაძემ, ნ.მელიქიშვილმა, ზ.რაფავამ, თ.ოთხმეზურმა, ს.სარჯველაძემ, ვ.ჯუღელმა, თ.ალდამიძემ, მ.აბუთიძემ, ე.გიუნაშვილმა, ი.ჭიჭინაძემ, ნ.ქავთარიამ, ე. კოჭლამაზაშვილმა, ნ. ქაჯაიამ, მ.ნიკოლეიშვილმა და სხვებმა. მრავალფეროვანი იყო მათ მიერ შესწავლილ საკითხთა თემატიკაც, შესწავლილ საკითხთაგან აღსანიშნავია „გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები“, „გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კომენტარები“, „ძველი ქართული ჰომილეტიკა“, „გელათის სამონასტრო სკოლის ენობრივი სტილის საკითხები“, „ანასტასი სინელის `წინამძღვრის „ ტექსტის დადგენა“, „არსენ იყალთოელის დოგმატიკონი“, „ოთხთავის კრიტიკული ტექსტის დადგენა“, და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ხელნაწერი წიგნები, რომლებიც დღეს გელათურ ხელნაწერებად მოიხსენიება ყველა როდი შექმნილა ან თარგმნილა თვით გელათში: N 19; 20; 21 იოანე ოქროპირის თარგმანებაი მათეს და იოვანეს სახარებისაი – ეგზეგეტიკური თხზულებები მანგლისსა და აწყურში იქნა გადაწერილი, შემდეგ კაცხის მონასტრისათვის შეწირული, მაგრამ ჟამთა ვითარების გამო გელათის მონასტერში მოხვედრილან და დღეს გელათურ ხელნაწერებადაა შესული ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში. ამდენად, გელათის მონასტერში არამარტო ითარგმნებოდა უცხოური ან იწერებოდა ორიგინალური ქართული თხზულებები, არამედ თავისი არსებობის მანძილზე, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო, რაც მას თითქმის მიუვალს ხდიდა ომიანობის დროს, იგი ითვლებოდა ზოგადად ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების თავშესაფრად და სალაროდ. ამიტომ არის, რომ გელათური მასალების – ხელნაწერი წიგნების, ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშების, ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ძეგლების წარმომავლობის გეოგრაფიული არეალი ძალზე ფართოა და იგი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავს.
გელათური ხელნაწერების თემატიკა მეტად მრავალფეროვანია, ამაზე მეტყველებს ამ ხელნაწერთა ჩამონათვალი მცირე აღწერილობებით, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ევ.ნიკოლაძის მიერ შედგენილ ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობიდან ამოვკრიბეთ:
1

(ქიმ. N1) მეტაფრასი – (XVI ს.) 582ფ. ზომა 41,5X27; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ძველი პაგინაციით 44 რვეულია; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 32-33 სტრიქონია, დამკვეთი – კათოლიკოსი ეფთვიმე (582r.).
2

(ქიმ.N2) მეტაფრასი – (XIV ს.) 401ფ. ზომა 28X26; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; გადაწერის ადგილი მოქვი (270r.); ძველი პაგინაციით 52 რვეულია; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად – თითო სვეტში 32 სტრიქონია, დამკვეთი კათოლიკოსი ეფთვიმე (401r.); ზედამდგომელი ონოფრე (401r.).
3

(ქიმ.N3) მეტაფრასი – (XVI ს.) 752ფ. ზომა 41X27,5; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ძველი პაგინაციით 96 რვეულია; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 32 სტრიქონია.
4

(ქიმ.N4) მეტაფრასი – 1565 წ. 669ფ. ზომა 42X28; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ძველი პაგინაციით 84 რვეულია; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 32 სტრიქონია; წიგნში არის კრიპტოგრაფიული მინაწერები (444v, 484v, 585v) გადამწერი მანოელი (668r); დამკვეთი აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი (668r); გადაწერის ადგილი გელათი.
5

(ქიმ.N5) მეტაფრასი – (XVI ს.) 579ფ. ზომა 40X26,5; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ძველი პაგინაციით 74 რვეულია; ტექსტი დაწერილია ორი სხვადასხვა ხელით ორ სვეტად, თითო სვეტში 30-34 სტრიქონია; დამკვეთი აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი (493r.).
6

(ქიმ.N6) მეტაფრასი – (XIII ს.) 94ფ. ზომა 37X29; ეტრატი; უყდო; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 31 სტრიქონია.
7

(ქიმ.N7) მეტაფრასი – (XIII ს.) 422ფ. ზომა 33X26; ეტრატი; უყდო; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 26 სტრიქონია.
8

(ქიმ.N8) მეტაფრასი – (XIV ს.) 986ფ. ზომა 40X27; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 30-31 სტრიქონია. გადამწერნი მონაზონი ონოფრე (7r) და მანოელი (746v); დამკვეთი აფხაზეთის კათოლიკოსი ექვთიმე (986 r).
9

(ქიმ.N9) გრიგოლ ღვთისმეტყველი – სიტყვანი – (XIII ს.); 340ფ. ზომა 36X29; ეტრატი, ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; დაზიანებული; ძველი პაგინაციით 44 რვეულია, ტექსტი დაწერილია ორ სვეტად თითო სვეტში 25 სტრიქონია; წიგნის ახლად „მამკობელი“ ქუთათელი მთავარ-ეპისკოპოსი თეოფილე (339v); შემკაზმელი ოქროპირ ქავჯარაძე (330 v).
10

(ქიმ.N10) იოსიპოს ფლავიოსი – წიგნი ჰურიისაი – (XVI ს.); 420ფ. ზომა 30X21; ქაღალდი, ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ძველი პაგინაციით 54 რვეულია, ტექსტი დაწერილია სხვადასხვა ხელით ორ სვეტად – თითო სვეტში 32-33 სტრიქონია. დამკვეთი აფხაზეთის კათალიკოსი ეფთვიმი (420v).
11

(ქიმ.N11) ტვიპიკონი – (XVII ს.); 220ფ. ზომა 22,5X16,5; ქაღალდი ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; თავბოლონაკლული – დაზიანებული.
12

(ქიმ.N12) კონდაკ–კურთხევანი – (XVII ს.); 77ფ. ზომა 29X30; ქაღალდი ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; დაზიანებული; გადამწერი დიაკონ–მონაზონი იოანე (34v).
13

(ქიმ.N13) მეტაფრასი – (XVI); 218ფ. ზომა 40X27; მუყაოს ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; დაწერილია ორ სვეტად, სვეტში 31 სტრიქონია.
14

(ქიმ.N14) მაქსიმე აღმსარებელი – თხზულებანი – (XII ს.) 310ფ. ზომა 38X29; ქაღალდი ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით, აშიებზე მინაწერები სინგურით, ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, სვეტში 28 სტრიქონია; რესტავრირებული.
15

(ქიმ.N15) დოღმატიკონი – (XVII–XVIII ს.); 270ფ. ზომა 42X28; ქაღალდი; ტყავგადა¬კრული ხის ყდა; ნუსხური, სათაურები სინგურით; ძველი პაგინა¬ციით 31 რვეულია; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 54 სტრიქონია.
16

(ქიმ.N16) გულანი – (XVII ს.); 1203ფ. ზომა – 42,5X27; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტი დაწერილი ორ სვეტად, თითო სვეტში 40 სტრიქონია; გადამწერი კარგარეთელი სვიმონ მესხი (1203v); დამკვეთი ქუთაისის მთავარეპისკოპოსი სვიმიონ ჩხეტიძე.
17

(ქიმ.N17) სჯულის კანონი – (XIII ს.); 486ფ. ზომა 29X21.5; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ნაკლული; დაზიანებული; დაზიანებული ფურცლები რესტავრირებულია; განახლებულია ვინმე იოსების მიერ ქართლის კათალიკოსის ნიკოლოზის ბრძანებით 1589 წ. (486 v).
18

(ქიმ.N18) მეტაფრასი – (XVIII ს.); 367ფ. ზომა 32X21; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური, სათაურები სინგურით; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 29 სტრიქონია, გადამწერი გელათის მონასტრის მარტომყოფი მღვდელ–მონაზონი ნიკოლოზ მორჩაძე (367r); ადგილი – გელათი.
19

(ქიმ.N19) იოანე ოქროპირი – „თარგმანებაი მათეს სახარებისაი“ – 1047 წ. 551ფ. ზომა 45,5X31,5; ეტრატი; ტყავგადაკრული ხის ყდა, ნუსხური, სათაურები მთავრულითა და სინგურით; ძველი პაგინაციით 69 რვეულია; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად – თითო სვეტში 29 სტრიქონია; გადამწერი გაბრიელი (551v), გადაწერის ადგილი მანგლისი, დამკვეთი ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტი.
20

(ქიმ.N120) იოანე ოქროპირი – თარგმანებაი მათეს სახარებისაი – 1048 წ. 524ფ. ზომა 45X30; ტყავგადაკრული ხის ყდა – შემკული ვერცხლის პატარა ბურთულებით, ყდის ორივე მხარეზე ვერცხლის ბურთულებით გამოსახულია ჯვარი; ნუსხური, სათაურები და აბზაცთა პირველი ასოები მთავრულითა და სინგურით; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 29 სტრიქონია; გადამწერი გაბრიელი, ადგილი – მანგლისი; დამკვეთი ერისთავთ–ერისთავი ლიპარიტი.
21

(ქიმNN21) იოანე ოქროპირი – თარგმანებაი იოვანეს სახარებისაი – 1053 წ. 484ფ. ზომა 45X30; ეტრატი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ყდის ორივე ნახევარზე ვერცხლის პატარა ბურთულებით გამოყვანილია პარალელური ხაზები; ნუსხური, სათაურები და აზაცთა პირველი ასოები მთავრულითა და სინგურით; დაწერილია ორ სვეტად, სვეტში 28-30 სტრიქონია; გადამწერი – გაბრიელი; ადგილი – აწყური; დამკვეთი – ერისთავთ–ერისთავი ლიპარიტი(482v).
22

(ქიმNN22) საგალობელნი – (XIII ს.); 238ფ. ზომა 17,5X14, ეტრატი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები და აბზაცთა პირველი ასოები მთავრულითა და სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ძველი პაგინაციით 30 რვეულია.
23

(ქიმNN23) დოღმატიკონი – (XIII ს.); 458ფ. ზომა 33,5X25,5; ეტრატი; ყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური, სათაურები სინგურით; ნაკლული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 31-32 სტრიქონია.
24

(ქიმNN24) დოღმატიკონი – (XIV ს.); 303ფ. ზომა 32X25; ეტრატი, ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 31 სტრიქონია; აშიებზე გაკეთებულია მინაწერები, ზოგან დახატულია ცხოველები.
25

(ქიმNN25) სჯულის კანონი – (XIII ს.) 312 ფ. ზომა 28X18,5 ქაღალდი, ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური, სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; აქვს მარტივი თავკაზმულობა და საუცხოოდ გაფორმებული ასომთავრული; გადამწერი გრიგოლ ჩახრუხაÁსძე.
26

(ქიმNN26) სჯულის კანონი – 1761 წ. 437 ფ. ზომა 20,5X16; ქაღალდი; ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური, სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; გადამწერი ჯვარის მონასტრის დეკანოზი იოანე (427v); დამკვეთი კათალიკოსი იოსები.
27

(ქიმNN27) ჟამნი – (XVII-XVIII); 240 ფ. ზომა 14X9,5; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული; დაზიანებული.
28

(ქიმNN28) დაბადება – 1681 წ; 210 ფ. ზომა 28X21,5; ქაღალდი; უყდო; ნუსხური; სათაურები სინუგრით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 26 სტრიქონია.
29

(ქიმNN29) ეფრემ მცირე – „თარგმანება ფლასმუნთა“ – (XII-XIV); 365 ფ. ზომა 30,5X22,5; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული.
30

(ქიმNN30) მარხვან-ზატიკის საკითხავები – (XVIII ს.); 229 ფ. ზომა 31X20; ქაღალდი; ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური, სათაურები სინგურით; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 31 სტრიქონია, გადამწერი ლაზარე; დამკვეთი მთავარეპისკოპოსი ანტონი (229v).
31

(ქიმNN31) იოანე სინელი – კლემაქსი – 1776 წ; 255 ფ. ზ. 20X15; ქაღალდი ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; დამკვეთი კათალიკოსი იოსები (239v).
32

(ქიმNN32) კონდაკი და კურთხევანი – (XVII); 112 ფ; ზომა 24X18; ქაღალდი; უყდო; ნუსხური; სათაურები ვარაყით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტს გარშემოვლებული აქვს ვარაყიანი აშია; ზოგან სათაურებს აქვს თავკაზმულობა.
33

(ქიმNN33) სადღესასწაულო – 1740 წ. 271 ფ; ზომა 23X18; ქაღალდი; ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; გადამწერი მთავარდიაკონი იოანე (237r). ადგილი – თბილისი; დამკვეთი წინამძღვარი სილიბისტრო (242v).
34

(ქიმNN34) წმ.მამათა სიტყუანი – (XVII); 193 ფ. ზომა 32X22; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, თითო სვეტში 32-37 სტრიქონია.
35

(ქიმNN35) წმ. მამათა სიტყუანი – (XVII); 255 ფ. ზომა 29X20; ქაღალდი; ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად; თითო სვეტში 33-35 სტრიქონია.
36

(ქიმNN36) თვენი – (XVII–XIX); 614 ფ. ზომა 31X20; ქაღალდი; ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; მხედრული, სათაურები სინგურით; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად.
37

(ქიმNN37) თვენი – (XVIII–XIX); 489 ფ. ზომა 30X20; ქაღალდი; ტყავგადაკრული ტვიფ¬რული ხის ყდა; მხედრული; სათაურები სინგურით; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად.
38

(ქიმNN38) გულანი – 1579-1612 წ.წ; 1084 ფ. ზომა 30,5X21; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; გადამწერნი: ნათანაელი (48v), გიორგი (159r), ზებედე (328v), იოანე (1084v); დამკვეთი აფხაზეთის კათალიკოსი ეფთვიმი (48v).
39
(ქიმNN39) ოთხთავი – XI (გადატანილია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).
40

(ქიმNN40) სწავლანი და თხრობანი სულიერნი – (XIII-XIV) 252 ფ. ზომა 38X25,5; ქაღალდი; უყდო; ნუსხური, სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად.
41

(ქიმNN41) თვენი – (XVIII); 382 ფ. ზომა 36X25; ქაღალდი; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად.
42

(ქიმNN42) სადღესასწაულო – (XVII–XVIII); 339 ფ; ზომა 41X28; ქაღალდი; ტყავგადაკ¬რული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური; აშიებზე, ზოგან, წმინდანთა ფერადი სურათებია.
43

(ქიმNN43) მეტაფრასი – 1806 წ. 137 ფ. ზომა 42X30; ქაღალდი; ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური, სათაურები სინგურით; დაზიანებული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად; გადამწერი – ოსე გაბაონი (137r).
44

(ქიმNN44) მეტაფრასი – (XVIII); 133 ფ. ზომა 41X30; ქაღალდი; უყდო; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული; ტექსტი დაწერილია ორ სვეტად.
45

(ქიმNN208) სულხან–საბა ორბელიანი – ქართული ლექსიკონი – (XIX); 142 ფ. ზომა 29,5X19, ქაღალდი; ქსოვილგადაკრული ხის ყდა; მხედრული; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ნაკლული, დაზიანებული.
46

(ქიმNN449) გულანი – (XVII); 596 ფ. ზომა 12X8; ქაღალდი; ნუსხური, სათაურები სინგურით; ნაკლული.
47

(ქიმNN450) საეკლესიო საკითხავები – (XVII-XVIII); 53 ფ. ზომა 21X16; ქაღალდი; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული.
48

(ქიმNN458) სასულიერო კონსისტორიის ტიბიკონი – (XIX) 272 ფ. ზომა 22X17; ქაღალდი; ქსოვილგადაკრული მუყაოს ყდა; მხედრული; სათაურები სინგურით.
49

(ქიმNN461) ამონიოსის წიგნი – (XVI-XVII); 245 ფ. ზომა 26X17; ქაღალდი; ტყავ¬გადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული.
50

(ქიმNN467) საგალობელნი – (XVII-XVIII); 85 ფ. ზომა 12X8,5; ქაღალდი; უყდო; ნუსხური; დაზიანებული, ნაკლული.
51

(ქიმNN468) სჯულის კანონი – (XVIII); 70 ფ. ზომა 10X7; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით. დაზიანებული.
52

(ქიმNN469) წმ. გიორგის ცხოვრება – 1819 წ. 161 ფ. ზომა 10,5X8,5; ქაღალდი; ტყავგადაკრული ხის ყდა; მხედრული; სათაურები სინგურით; გადამწერი ოსე გაბაონი (134v); დასურათებული.
53

(ქიმNN470) საგალობელნი – 1742 წ. 118 ფ. ზომა 9X6,5; ქაღალდი; წითელხავერ¬დგადაკრული მუყაოს ყდა; ნუსხური, სათაურები სინგურით; დაზიანებული დასურათებული.
54

(ქიმNN494) სწავლანი და ეპისტოლენი – (XVIII); 292 ფ. ზომა 16,5X12,5; ქაღალდი, ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული; გადამწერი დიაკონი აბრამი (51r).
55

(ქიმNN596) გულანი – 1541 წ. 687 ფ. ზომა 41X27; ქაღალდი; ხის ყდა; ნუსხური, სათაურები სინგურით; ნაკლული; დაწერილია ორ სვეტად; ზოგან საზედაო ასოები გაფორმებულია; გადამწერლები: გერასიმე ლეჩია და ისაკ ციმცაძე; დამკვეთი აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი (687v).
56

(ქიმNN627) საკითხავ-საგალობელნი – (XVII-XVIII); 23 ფ. ზომა 13X10; ქაღალდი; ტყავშემოცლილი ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული.
57

(ქიმNN644) სადღესასწაულო – (XIV-XV); 103ფ. ზომა 23,5X18; ეტრატი, ყდამოცილებული; ნუსხური, სათაურები სინგურით, ნაკლული.
58

(ქიმNN648) სახარების თარგმანები – (XVI-XVII); 82 ფ. ზომა 30X27; ქაღალდი; ნუსხური, დაზიანებული.
59

(ქიმNN653) წმიდათა ცხოვრება – (XVI); 41 ფ. ზომა 35,6X17; ეტრატი; ყდამოცილებული; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული.
60

(ქიმNN654) ეფრემ ასურის თხზულებათა ნაწილი – (XVI); 78 ფ. ზომა 42X32); ქაღალდი; ნუსხური; სათაურები სინგურით; ნაკლული; დაზიანებული.
61

(ქიმNN670) ლოცვანი – (XVIII); 119 ფ. ზომა 7X4; ქაღალდი, ტყავგადაკრული ხის ყდა; ნუსხური; სათაურები სინგურით; დაკარგული ფურცლები შეცვლილია მოგვიანო პერიოდის ხელით ნაწერი ლურჯი ქაღალდის ფურცლებით.
62

(ქიმNN671) დაბადების ერთი ფურცელი – (X); ეტრატი; ზომა 32X29; ასომთავრული; დაწერილია ორ სვეტად, დაზიანებული.
ქუთაისის მუზეუმში დაცული გელათური ხელნაწერი წიგნების ჩამონათვალის გაცნობითაც კი ცხადი ხდება, რომ ქართველებს ოდითგანვე ჰქონდათ დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება, როგორც სასულიერო, ისე საერო მწერლობის ნიმუშების თარგმნისა თუ ორიგინალური ქართული თხზულებების შექმნის თვალსაზრისით. ჰქონდათ სულიერი მოთხოვნილება თავიანთი გონება გაემდიდრებინათ კაცობრიობის მიერ დაგროვილი მაღალი სულიერი ღირებულებებით და თვითონაც შეეტანათ თავიანთი ღირსეული წვლილი ამ ღირებულებათა გამდიდრების საქმეში.

___________________________
___________________________

