პროექტის შესახებ


პროექტით – „გელათის მონასტრის არქივის (1811-1923 წწ.) მეცნიერული კვლევა, კატალოგიზაცია და დიგიტალიზაცია“(FR-21-1193) – “Scientific research, cataloging and digitalization of Gelati Monastery archive (1811-1923)” (FR-21-1193) – შესასრულებელი სამუშაოები და შემსრულებლები:

 

საგრანტო პროექტად – გელათის მონასტრის არქივის (1811-1923წწ.) მეცნიერული კვლევა, კატალოგიზაცია და დიგიტალიზაციაარჩევა, პროექტის მონაწილეთაგან შემთხვევითი არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ წვლილს, რომელიც გელათის მონასტერმა და აკადემიამ შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის შექმნაში კულტურული და რელიგიური ასპექტით.

გელათის მონასტერი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ჯერ საქართველოს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო – სარწმუნეობრივი ცხოვრების ცენტრს. იგი მიჩნეული იყო ზოგადად ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების თავშესაფრად  და განძთსაცავად.

XIX საუკუნეში საქართველო მეფის რუსეთმა დაიპყრო და გელათის მონასტრის კეთილდღეობა რუსიფიკატორულ – კოლონიზატორულ პოლიტიკას ემსხვერპლა. ავტოკეფალია დაკარგული, საეგზარქოსო ბორკილებდადებული, კათალიკოსის გარეშე დარჩენილი ქართული ეკლესია სასწაულებრივად ინარჩუნებდა ეროვნულობას და თვითმყოფადობას. მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარემ – პ. უვაროვამ, სიძველეების ,,დაცვა-გადარჩენის” მიზნით, ითხოვა ქართული საგანძურის რუსეთში გატანის ნებართვა. რამაც ქართველი სამღვდელოების დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. გელათის მონასტრის განძი, რომელიც საგულდაგულოდ ჰქონდა აღწერილი პ. უვაროვას, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რუსეთში გატანას გადაურჩა. ამან დააჩქარა გელათის მონასტრისა და იქ დაცული კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

გელათური მასალები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოა XII-XX საუკუნეები , ჯერ კიდევ ქუთაისის მუზეუმსა და საქართველოს სხვა განძთსაცავებში გადატანამდე – 1923 წლამდე, იწვევდა ქართველ თუ უცხოელ მეცნიერთა განსაკუთრებულ ინტერესს. ამის დასტურია ცნობილი მეცნიერების მ. ბროსეს, დ. ბაქრაძის, ნ. კონდაკოვის, თ. ჟორდანიას, გ. წერეთლის, პ. უვაროვას, ე. თაყაიშვილის, მ. ჯანაშვილის, ს. კაკაბაძის, კ. კეკელიძის, პ. ინგოროყვას, ვ. ბერიძის, ს. მაკალათიას და სხვათა ნაშრომები და ფუნდამენტური გამოკვლევები. მაგრამ თვით გელათის მონასტრის ისტორიის  (XII-XX .) რომელიმე პერიოდის მეცნიერული შესწავლა დღემდე არ მომხდარა. წინამდებარე გრანტის პროექტი ამ ხარვეზის გასწორების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის კვლევის ობიექტიგელათის სამონასტრო არქივი, რომელიც 3606 დოკუმენტს აერთიანებს და მოიცავს პერიოდს 1811-1923 წლამდე, იძლევა იმის შესაძლებლობას , რომ თვალი გავადევნოთ არამარტო გელათის მონასტრის საუკუნოვანი სამონასტრო ცხოვრების ისტორიას, არამედ ზოგადად ამ დროის საქართველოს ისტორიასაც. ეს პერიოდი აერთიანებს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ოთხ ისეთ მონაკვეთს, როგორიცაა ეგზარქოსობის ხანა -1811-1917 წწ., საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა – 1917., 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება, რომელმაც სულ 3 წელი იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა. იმას , რომ ეს საკითხები ქართველ მეცნიერთა ფუნდამენტური კვლევის ობიექტი არ გამხდარა, ობიექტური მიზეზები აქვს: ქვეყანაში საბჭოთა დიქტატი მძვინვარებდა. თითქმის ყველა სახელმწიფოებრივი საკითხი რუსეთის ფედერაციის ჩარევით წყდებოდა და ვინ გაბედავდა ასეთ დროს საქართველოსათვის რუსეთის იმპერიის მიერ მიყენებული ზიანის რეალური სურათის წარმოჩენას. მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, როცა საქართველო რეალურად დამოუკიდებელი გახდა და განვითარების ევროპული გზა აირჩია, შეიქმნა შესაძლებლობა საქართველოსა და ქართული ეკლესიის, ჩვენთვის საინტერესო პერიოდის მეცნიერული შესწავლისა. ქუთაისის მუზეუმში დაცული გელათის მონასტრის არქივი (1811-1923წწ.), რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს ჩვენი კვლევის პერიოდის საქართველოსა და ქართული ეკლესიის ისტორიას, დღემდე შეუსწავლელია და არ არის შესული სამეცნიერო მიმოქცევაში. პროექტი ითვალისწინებს გელათის მონასტრის არქივში დაცული დოკუმენტების (3606 ერთ.) მეცნიერულ კვლევას, კატალოგიზაციასა და დიგიტალიზაციას. მომზადდება მონოგრაფია გელათის მონასტერი 1811-1923 წლებში“, რითაც საფუძველი დაედება არამარტო გელათის მონასტრის, როგორც უმნიშვნელოვანესი სამონასტრო და კულტურული ცენტრის , არამედ ზოგადად ქართული ეკლესიის ისტორიის ეტაპობრივ შესწავლას . ეს არ იქნება ვიწრო კონკრეტული შედეგი მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგიონის, ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოსი, ან მხოლოდ გელათის მონასტრის ისტორიის შესწავლის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ზოგადად ქვეყნის – საქართველოს ისტორიის ავბედითი წლების მეცნიერული შესწავლის საქმეში.

პროექტით გათვალისწინებულია გელათის მონასტრის  არქივში დაცულ 3606 დოკუმენტზე პირთა და გეოგრაფიული სახელების ანბანური საძიებლის – კატალოგის შედგენა. ამით გავაცოცხლებთ, დღეისათვის მივიწყებულ, ისტორიულ პერიპეტიებში ჩაკარგულ საეკლესიო, თუ საერო  პირთა სახელებს  და მნიშვნელოვან ტოპონიმიკურ მასალებს შევთავაზებთ მხარის ტოპონიმიკით დაინტერესებულ  მკვლევართ.

აქტუალური და საშური საქმეა  გელათის  არქივში დაცული დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია-კონსერვაცია.

პროექტით გათვალისწინებულია ასევე გელათის არქივში დაცული  3606 დოკუმენტის დიგიტალიზაცია.

აქტუალურ საკითხად მივიჩნიეთ  , ეგზარქოსობის პერიოდში 1811-1917 წლებში,  გელათში დაცული საგანძურის – ჭედური ხელოვნების ნიმუშებისა და ძველი ხელნაწერი წიგნების, სიების დადგენა. შესაძლებლობის ფარგლებში, ამ მასალების კატალოგიზაცია. ამ მიზნით პროექტში ჩართულია ხელოვნებათმცოდნე – ახალგაზრდა  მეცნიერი.

პროექტით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით იგი ინტერდისციპლინარულია და ამ საკითხების  წარმატებით  გადაჭრა გულისხმობს ისტორიულ , ფილოლოგიურ, ტექნიკურ, სახელოვნებო და  ციფრული  ტექნოლოგიების     სპეციალისთა    ჩართვას  პროექტში.

ინტერნეტის საშუალებით პროექტის შედეგები მისაწვდომი გახდება, გელათის და ზოგადად საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში – პროექტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე პერიოდულად აიტვირთება ორენოვანი (ქართულ – ინგლისური) ინფორმაციები პროექტის მიმდინარეობისა და შუალედური შედეგების შესახებ.   პროექტის დასრულების  შემდეგ  კი ვებგვერდზე აიტვირთება ასევე ელექტრონული ვერსია პროექტის საბოლოო შედეგის – გელათის მონასტრის არქივის (1811-1923წწ.) ორენოვანი ქრონოლოგიური კატალოგი ვრცელი გამოკვლევითა  და დიგიტალიზებული  მასალებით.

პროექტის შემსრულებლებად გათვალისწინებულია 6 ძირითადი და 3 დამხმარე პერსონალი, რომლებიც თავისი კომპეტენციით სრულად შეესაბამებიან საგრანტო პროექტს.

I პერიოდში პროექტის ძირითადი შემსრულებლები საქართველოს არქივსაცავებში და ბიბლიოთეკებში, მოიძიებენ საკვლევი საკითხების კვლევისათვის საჭირო საარქივო მასალებს, პერიოდიკას, გამოცემებს და მათი ანალიტიკური ანალიზის საფუძველზე შექმნიან შესასწავლ საკითხებთან დაკავშირებული სპეციალური ლიტერატურის ბიბლიოგრაფიას (ორენოვანი – ქართულ და ინგლისურ ენაზე).

I – III პერიოდში მოხდება პროექტის კვლევის ობიექტის – გელათის მონასტრის არქივის (3606 დოკ.) სამეცნიერო კატალოგიზაცია (ორენოვანი – ქართულ და ინგლისურ ენაზე), კერძოდ: დოკუმენტის კოდიკოლოგიური შესწავლა სახეობის, რაობის, შინაარსის, დოკუმენტის თარიღისა და გაცემის ადგილის დადგენა. შესაძლებლობის ფარგლებში, დაუთარიღებელი დოკუმენტების დათარიღება…

III პერიოდში მოხდება დოკუმენტების მეცნიერული აღწერილობების ქრონოლოგიური პრინციპით აწყობა და კატალოგის ელვერსიის შექმნა (პასუხისმგებელი შესრულებაზე- .კეზევაძე, .მუმლაძენ.უგრეხელიძე, .სარავა ახალგაზრდა მეცნიერი).

I-დან – III პერიოდის ჩათვლით მოხდება გელათის მონასტრის არქივზე პირთა და გეოგრაფიული კატალოგის შედგენა, რაც გულისხმობს არქივში დაცული 3606 დოკუმენტიდან მათში მოხსენიებულ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა ამოკრებას და მათზე ანბანური კატალოგის შედგენას ელექტრონული ვერსიის სახით (პასუხიმგებელი შესრულებაზე – .ყელაურაძე, .კუხიანიძე).

II პერიოდიდან დაიწყება მუშაობა მონოგრაფიაზე (ორენოვანი – ქართულ და ინგლისურ ენაზე),  – გელათის მონასტერი 1811-1923წლებში“, რომელიც რამდენიმე გამოკვლევას გააერთიანებს , კერძოდ: გელათის მონასტრის მართვაგამგეობა 1811-1923 წლებში; გელათის სამონასტრო კომპლექსი 1811-1923 წლებში“; „გელათის მონასტრის ნეკროპოლი და გელათის მონასტრის საგანძური 1811-1923 წლებში(პასუხიმგებელი შესრულებაზე – .კეზევაძე, ც.მუმლაძე, ნ.სარავა).

მომზადდება სტატიები, რომლებიც დაიბეჭდება საერთაშორისო ციტირებად გამოცემებში (პასუხისმგებელი შესრულებაზე – .მუმლაძე).

მოეწყობა გამოფენა თემაზე – გელათური ხელნაწერები (XII-XIX.); (პასუხისმგებელი შესრულებაზე – .მუმლაძე, .ყელაურაძე, ნ.კუხიანიძე, .სარავა, ვ.ნიჟარაძე ).

ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე –გელათის მონასტერი ეგზარქოსობის პერიოდში (1811-1917წწ.)“ (პასუხისმგებელი შესრულებაზე – . კეზევაძე, .მუმლაძე);

 III პერიოდში მომზადდება და გამოიცემა გრანტის საბოლოო შედეგი –გელათის მონასტრის არქივის კატალოგი (1811-1923წწ.)“- ქართულ-ინგლისურ ენაზე (პასუხისმგებელი შესრულებაზე: მ.კეზევაძე, ც.მუმლაძე).

I-III პერიოდში რესტავრატორის მიერ შერჩეული იქნება დაზიანებული დოკუმენტები და მოხდება მათი რესტავრაცია-კონსერვაცია (პასუხისმგებელი შესრულებაზე: ვ.ნიჟარაძე).   

I-III პერიოდში მოხდება არქივის 3606 დოკუმენტის დიგიტალიზაცია.

 გამოცემულ კატალოგში წარმოდგენილი იქნება:

  1.  მონოგრაფია – გელათის მონასტერი 1811-1923 წლებში (პასუხისმგებელი – მ.კეზევაძე) ;

  2. გელათის მონასტრის არქივის 3606 დოკუმენტის აღწერილობა (პასუხისმგებელი – ც.მუმლაძე);

  3. გელათის მონასტრის არქივის დოკუმენტებზე შედგენილი პირთა და გეოგრაფიული ანბანური კატალოგი (პასუხისმგებელი შესრულებაზე ე.ყელაურაძე, ნ.კუხიანიძე).

საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო – ტექნიკური სამუშაოების წარმატებით გადაჭრას უზრუნველყოფს 3 დამხმარე პერსონალი: რესტავრატორკონსერვატორი, დიგიტალიზატორი, პროგრამისტი.