პრეზენტაცია

მ/წლის 2 ივნისს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროექტის – „გელათის მონასტრის არქივის (1811-1923 წწ.) მეცნიერული კვლევა, კატალოგიზაცია და დიგიტალიზაცია“ (FR-21-1193) III საანგარიშო პერიოდისა და საბოლოო შედეგების, ასევე  გრანტის ფარგლებში დაბეჭდილი ფუნდამენტური ნაშრომის –„გელათის მონასტერი 1811-1923 წლებში (მონოგრაფია, კატალოგი)“  პრეზენტაცია.

 

         პრეზენტაციას პროექტის მკვლევართა გარდა ესწრებოდნენ  ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის,  ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალისა და ქალაქის შემოქმედებითი ინტელიგენციის  წარმომადგენლები.

        პროექტის საბოლოო შედეგის შეფასებისას სიტყვაში გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ  წინამდებარე ნაშრომით საფუძველი დაედო არამარტო  გელათის მონასტრის, როგორც უმნიშვნელოვანესი სამონასტრო და კულტურული ცენტრის , არამედ ზოგადად ქართული ეკლესიის ისტორიის ეტაპობრივ შესწავლას . ეს არ არის ვიწრო კონკრეტული შედეგი მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგიონის, ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოსი, ან მხოლოდ გელათის მონასტრის ისტორიის შესწავლის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ვფიქრობთ, რომ მკვლევართა ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს  ზოგადად ქვეყნის – საქართველოს ისტორიის ავბედითი წლების მეცნიერული შესწავლის საქმეში. მისასალმებელია, რომ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ნაშრომი დაიბეჭდა და სავარაუდოდ, თავისი ინფორმატიულობით, იგი მალე გადაიქცევა გელათური მასალების შემსწავლელ მკვლევართა სამაგიდო წიგნად.

 

           შეგახსენებთ, რომ პროექტზე მუშაობდა მკვლევართა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ; მერაბ კეზევაძე – პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ციცინო მუმლაძე – პროექტის კოორდინატორი, ეკატერინე ყელაურაძე – მკვლევარი, ნინო კუხიანიძე – მკვლევარი, ნელი უგრეხელიძე – მკვლევარი, ნინო სარავა – მკვლევარი, ახალგაზრდა მეცნიერის პოზიციით.

             მკვლევართა ჯგუფი მადლობას უხდის:

             შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელობას პროექტის დაფინანსებისათვის;

             ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექციას პროექტზე მუშაობის დროს გაწეული დახმარებისათვის;

             გამომცემლობა „ხომლი ენ“ – ის დირექტორს ელგუჯა თავბერიძეს და გამომცემლობის ყველა თანამშრომელს პროექტის საბოლოო შედეგის, ფუნდამენტური ნაშრომის – „გელათის მონასტერი 1811-1923 წლებში (მონოგრაფია, კატალოგი)“ უმოკლეს დროში, ჩვენთვის სასურველი დიზაინით, დაბეჭდვისათვის.

            წიგნის რედაქტორს – ბატონ ლევან ტყეშელაშვილს;

            დეკანოზ დავით მეყანწიშვილს პროექტის ვებგვერდის – gelati-archive.ge  შექმნისა და ნაშრომის დიზაინის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში გაწეული დახმარებისათვის.

            ბატონ ლუარსაბ ტოგონიძეს წიგნში ჩართული ფოტოების მოწოდებისათვის.

პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე  _  gelati-archive.ge.

 

 

 

 

 

 

 

 


2023 წლის 8 თებერვალს, 15 საათზე, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის – „გელათის მონასტრის არქივის (1811-1923 წწ.) მეცნიერული კვლევა, კატალოგიზაცია და დიგიტალიზაცია“ (FR-21-1193) – შუალედური შედეგების    

.

 

 

პარალელურად, გაიხსნა პროექტის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული დროებითი გამოფენა – გელათური ხელნაწერები.

პრეზენტაციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

1) „გელათის მონასტერი 1811-1923 წლებში – საკითხის შესწავლის ისტორიისათვის – მომხსენებელი პროექტის ხელმძღვანელი – მერაბ კეზევაძე, ისტორიის დოქტორი.

2) გელათის მონასტრის არქივში დაცული დოკუმენტების კატალოგიზაცია (1500 დოკუმენტი) – მომხსენებელი პროექტის კოორდინატორი – ციცინო მუმლაძე, მკვლევარი.

3) გელათის მონასტრის არქივში დაცული დოკუმენტების პირთა და გეოგრაფიული საძიებელი (1500 დოკუმენტი) – მომხსენებელი – ეკატერინე ყელაურაძე, მკვლევარი.

4) 1811-1923 წლებში გელათის მონასტერში დაცული საგანძურის (ჭედური და ფერწერული ხატები, ძველი ხელნაწერი წიგნები, ქარგულობის ნიმუშები, სარიტუალო ჭურჭელი…) სიის დადგენა. – მომხსენებელი – ნინო სარავა, ახალგაზრდა მეცნიერი, თბილისის აპ. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქუთაისის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლები და ქალაქის შემოქმედებითი და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა ბროშურა, რომელშიაც წარმოდგენილია პროექტის – „გელათის მონასტრის არქივის (1811- 1923წწ.) მეცნიერული კვლევა, კატალოგიზაცია და დიგიტალიზაცია“ (FR-21-1193) რეზიუმე, ინფორმაცია შემსრულებლებზე და პროექტის შუალედურ შედეგებზე. ბროშურისთვის მასალები მომზადდა და შეირჩა პროექტში მონაწილე ძირითადი პერსონალის მიერ და შესაძლოა ისინი არ ასახავდეს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს. პროექტის ფარგლებში  ინტერნეტში განთავსდა ვებ-გვერდი: „გელათის მონასტრის არქივი“, რომელშიც პერიოდულად  შუქდება პროექტით გათვლილი მიმდინარე საკითხები და შუალედური შედეგები. (ვებგვერდის ავტორი და ადმინი: დავით მეყანწიშვილი). მისამართი: www. gelati-archive.ge