პროექტით – „გელათის მონასტრის არქივის (1811-1923 წწ.) მეცნიერული კვლევა, კატალოგიზაცია და დიგიტალიზაცია“(FR-21-1193) – “Scientific research, cataloging and digitalization of Gelati Monastery archive (1811-1923)” (FR-21-1193) – შესასრულებელი სამუშაოები და შემსრულებლები:
საგრანტო პროექტად – „გელათისმონასტრისარქივის (1811-1923წწ.) მეცნიერულიკვლევა, კატალოგიზაციადადიგიტალიზაცია“ არჩევა, პროექტის მონაწილეთაგან შემთხვევითი არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ წვლილს, რომელიც გელათის მონასტერმა და აკადემიამ შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის შექმნაში კულტურული და რელიგიური ასპექტით.
გელათის მონასტერი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ჯერ საქართველოს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო – სარწმუნეობრივი ცხოვრების ცენტრს. იგი მიჩნეული იყო ზოგადად ქართული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების თავშესაფრად და განძთსაცავად.
XIX საუკუნეში საქართველო მეფის რუსეთმა დაიპყრო და გელათის მონასტრის კეთილდღეობა რუსიფიკატორულ – კოლონიზატორულ პოლიტიკას ემსხვერპლა. ავტოკეფალია დაკარგული, საეგზარქოსო ბორკილებდადებული, კათალიკოსის გარეშე დარჩენილი ქართული ეკლესია სასწაულებრივად ინარჩუნებდა ეროვნულობას და თვითმყოფადობას. მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარემ – პ. უვაროვამ, სიძველეების ,,დაცვა-გადარჩენის” მიზნით, ითხოვა ქართული საგანძურის რუსეთში გატანის ნებართვა. რამაც ქართველი სამღვდელოების დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. გელათის მონასტრის განძი, რომელიც საგულდაგულოდ ჰქონდა აღწერილი პ. უვაროვას, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რუსეთში გატანას გადაურჩა. ამან დააჩქარა გელათის მონასტრისა და იქ დაცული კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო.
გელათური მასალები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოა XII-XX საუკუნეები , ჯერ კიდევ ქუთაისის მუზეუმსა და საქართველოს სხვა განძთსაცავებში გადატანამდე – 1923 წლამდე, იწვევდა ქართველ თუ უცხოელ მეცნიერთა განსაკუთრებულ ინტერესს. ამის დასტურია ცნობილი მეცნიერების მ. ბროსეს, დ. ბაქრაძის, ნ. კონდაკოვის, თ. ჟორდანიას, გ. წერეთლის, პ. უვაროვას, ე. თაყაიშვილის, მ. ჯანაშვილის, ს. კაკაბაძის, კ. კეკელიძის, პ. ინგოროყვას, ვ. ბერიძის, ს. მაკალათიას და სხვათა ნაშრომები და ფუნდამენტური გამოკვლევები. მაგრამთვითგელათისმონასტრისისტორიის (XII-XX ს.) რომელიმეპერიოდისმეცნიერულიშესწავლადღემდეარმომხდარა. წინამდებარეგრანტისპროექტიამხარვეზისგასწორებისშესაძლებლობასიძლევა. პროექტისკვლევისობიექტი – გელათისსამონასტროარქივი, რომელიც 3606 დოკუმენტსაერთიანებსდამოიცავსპერიოდს 1811-1923 წლამდე, იძლევაიმისშესაძლებლობას , რომთვალიგავადევნოთარამარტოგელათისმონასტრისსაუკუნოვანისამონასტროცხოვრებისისტორიას, არამედზოგადადამდროისსაქართველოსისტორიასაც.ესპერიოდიაერთიანებსსაქართველოსპოლიტიკურიცხოვრებისოთხისეთმონაკვეთს, როგორიცააეგზარქოსობისხანა -1811-1917 წწ., საქართველოსეკლესიისავტოკეფალიისაღდგენა – 1917წ., 1918 წლის 26 მაისსსაქართველოსდემოკრატიულირესპუბლიკისგამოცხადება, რომელმაცსულ 3 წელიიარსებადა 1921 წლის 25 თებერვალს, როცაბოლშევიკურმარუსეთმასაქართველოსანექსიამოახდინა. იმას , რომესსაკითხებიქართველმეცნიერთაფუნდამენტურიკვლევისობიექტიარგამხდარა, ობიექტურიმიზეზებიაქვს: ქვეყანაში საბჭოთა დიქტატი მძვინვარებდა. თითქმის ყველა სახელმწიფოებრივი საკითხი რუსეთის ფედერაციის ჩარევით წყდებოდა და ვინ გაბედავდა ასეთ დროს საქართველოსათვის რუსეთის იმპერიის მიერ მიყენებული ზიანის რეალური სურათის წარმოჩენას. მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, როცა საქართველო რეალურად დამოუკიდებელი გახდა და განვითარების ევროპული გზა აირჩია, შეიქმნა შესაძლებლობა საქართველოსა და ქართული ეკლესიის, ჩვენთვის საინტერესო პერიოდის მეცნიერული შესწავლისა. ქუთაისისმუზეუმშიდაცულიგელათისმონასტრისარქივი (1811-1923წწ.), რომელსაცშეუძლიანათელიმოჰფინოსჩვენიკვლევისპერიოდისსაქართველოსადაქართულიეკლესიისისტორიას, დღემდეშეუსწავლელიადაარარისშესულისამეცნიერომიმოქცევაში. პროექტიითვალისწინებსგელათისმონასტრისარქივშიდაცულიდოკუმენტების (3606 ერთ.) მეცნიერულკვლევას, კატალოგიზაციასადადიგიტალიზაციას. მომზადდებამონოგრაფია –„გელათისმონასტერი 1811-1923 წლებში“, რითაც საფუძველი დაედება არამარტო გელათის მონასტრის, როგორც უმნიშვნელოვანესი სამონასტრო და კულტურული ცენტრის , არამედ ზოგადად ქართული ეკლესიის ისტორიის ეტაპობრივშესწავლას . ეს არ იქნება ვიწრო კონკრეტული შედეგი მხოლოდ ერთი კონკრეტული რეგიონის, ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოსი, ან მხოლოდ გელათის მონასტრის ისტორიის შესწავლის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ზოგადად ქვეყნის – საქართველოს ისტორიის ავბედითი წლების მეცნიერული შესწავლის საქმეში.
პროექტით გათვალისწინებულია გელათის მონასტრის არქივში დაცულ 3606 დოკუმენტზე პირთა და გეოგრაფიული სახელების ანბანური საძიებლის – კატალოგის შედგენა. ამით გავაცოცხლებთ, დღეისათვის მივიწყებულ, ისტორიულ პერიპეტიებში ჩაკარგულ საეკლესიო, თუ საერო პირთა სახელებს და მნიშვნელოვან ტოპონიმიკურ მასალებს შევთავაზებთ მხარის ტოპონიმიკით დაინტერესებულ მკვლევართ.
აქტუალური და საშური საქმეა გელათის არქივში დაცული დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია-კონსერვაცია.
პროექტით გათვალისწინებულია ასევე გელათის არქივში დაცული 3606 დოკუმენტის დიგიტალიზაცია.
აქტუალურ საკითხად მივიჩნიეთ , ეგზარქოსობის პერიოდში 1811-1917 წლებში, გელათში დაცული საგანძურის – ჭედური ხელოვნების ნიმუშებისა და ძველი ხელნაწერი წიგნების, სიების დადგენა. შესაძლებლობის ფარგლებში, ამ მასალების კატალოგიზაცია. ამ მიზნით პროექტში ჩართულია ხელოვნებათმცოდნე – ახალგაზრდა მეცნიერი.
პროექტით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით იგი ინტერდისციპლინარულია და ამ საკითხების წარმატებით გადაჭრა გულისხმობს ისტორიულ , ფილოლოგიურ, ტექნიკურ, სახელოვნებო და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისთა ჩართვას პროექტში.
ინტერნეტის საშუალებით პროექტის შედეგები მისაწვდომი გახდება, გელათის და ზოგადად საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში – პროექტით გათვალისწინებულ ვებგვერდზე პერიოდულად აიტვირთება ორენოვანი (ქართულ – ინგლისური) ინფორმაციები პროექტის მიმდინარეობისა და შუალედური შედეგების შესახებ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ვებგვერდზე აიტვირთება ასევე ელექტრონული ვერსია პროექტის საბოლოო შედეგის – გელათისმონასტრისარქივის (1811-1923წწ.) ორენოვანიქრონოლოგიურიკატალოგივრცელიგამოკვლევითა დადიგიტალიზებული მასალებით.
პროექტის შემსრულებლებად გათვალისწინებულია 6 ძირითადი და 3 დამხმარე პერსონალი, რომლებიც თავისი კომპეტენციით სრულად შეესაბამებიან საგრანტო პროექტს.
I პერიოდში პროექტის ძირითადი შემსრულებლები საქართველოს არქივსაცავებში და ბიბლიოთეკებში, მოიძიებენ საკვლევი საკითხების კვლევისათვის საჭირო საარქივო მასალებს, პერიოდიკას, გამოცემებს და მათი ანალიტიკური ანალიზის საფუძველზე შექმნიან შესასწავლ საკითხებთან დაკავშირებული სპეციალური ლიტერატურის ბიბლიოგრაფიას (ორენოვანი – ქართულ და ინგლისურ ენაზე).
I – III პერიოდში მოხდება პროექტის კვლევის ობიექტის – გელათის მონასტრის არქივის (3606 დოკ.) სამეცნიერო კატალოგიზაცია (ორენოვანი – ქართულ და ინგლისურ ენაზე), კერძოდ: დოკუმენტის კოდიკოლოგიური შესწავლა სახეობის, რაობის, შინაარსის, დოკუმენტის თარიღისა და გაცემის ადგილის დადგენა. შესაძლებლობის ფარგლებში, დაუთარიღებელი დოკუმენტების დათარიღება…
III პერიოდში მოხდება დოკუმენტების მეცნიერული აღწერილობების ქრონოლოგიური პრინციპით აწყობა და კატალოგის ელვერსიის შექმნა (პასუხისმგებელი შესრულებაზე- მ.კეზევაძე, ც.მუმლაძე, ნ.უგრეხელიძე, ნ.სარავა – ახალგაზრდა მეცნიერი).
I-დან – III პერიოდის ჩათვლით მოხდება გელათის მონასტრის არქივზე პირთა და გეოგრაფიული კატალოგის შედგენა, რაც გულისხმობს არქივში დაცული 3606 დოკუმენტიდან მათში მოხსენიებულ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა ამოკრებას და მათზე ანბანური კატალოგის შედგენას ელექტრონული ვერსიის სახით (პასუხიმგებელი შესრულებაზე – ე.ყელაურაძე, ნ.კუხიანიძე).
II პერიოდიდან დაიწყება მუშაობა მონოგრაფიაზე (ორენოვანი – ქართულ და ინგლისურ ენაზე), – „გელათისმონასტერი 1811-1923წლებში“, რომელიც რამდენიმე გამოკვლევას გააერთიანებს , კერძოდ: „გელათისმონასტრისმართვა–გამგეობა 1811-1923 წლებში“; „გელათისსამონასტროკომპლექსი 1811-1923 წლებში“; „გელათისმონასტრისნეკროპოლი“ და „გელათისმონასტრისსაგანძური 1811-1923 წლებში“ (პასუხიმგებელი შესრულებაზე – მ.კეზევაძე, ც.მუმლაძე, ნ.სარავა).
მომზადდება სტატიები, რომლებიც დაიბეჭდება საერთაშორისო ციტირებად გამოცემებში (პასუხისმგებელი შესრულებაზე – ც.მუმლაძე).
ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „გელათისმონასტერიეგზარქოსობისპერიოდში (1811-1917წწ.)“ (პასუხისმგებელი შესრულებაზე – მ. კეზევაძე, ც.მუმლაძე);
III პერიოდში მომზადდება და გამოიცემა გრანტის საბოლოო შედეგი – „გელათისმონასტრისარქივისკატალოგი (1811-1923წწ.)“- ქართულ-ინგლისურ ენაზე (პასუხისმგებელი შესრულებაზე: მ.კეზევაძე, ც.მუმლაძე).
I-III პერიოდში რესტავრატორის მიერ შერჩეული იქნება დაზიანებული დოკუმენტები და მოხდება მათი რესტავრაცია-კონსერვაცია (პასუხისმგებელი შესრულებაზე: ვ.ნიჟარაძე).
I-III პერიოდში მოხდება არქივის 3606 დოკუმენტის დიგიტალიზაცია.
გამოცემულკატალოგშიწარმოდგენილიიქნება:
მონოგრაფია – „გელათისმონასტერი 1811-1923 წლებში “ (პასუხისმგებელი – მ.კეზევაძე) ;
გელათის მონასტრის არქივის 3606 დოკუმენტის აღწერილობა (პასუხისმგებელი – ც.მუმლაძე);
გელათის მონასტრის არქივის დოკუმენტებზე შედგენილი პირთა და გეოგრაფიული ანბანური კატალოგი (პასუხისმგებელი შესრულებაზე –ე.ყელაურაძე, ნ.კუხიანიძე).
საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო – ტექნიკური სამუშაოების წარმატებით გადაჭრას უზრუნველყოფს 3 დამხმარეპერსონალი: რესტავრატორ–კონსერვატორი,დიგიტალიზატორი, პროგრამისტი.